„მის სინდრომი” საქართველოშიც დაფიქსირდა“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„მის სინდრომი“ – ეს არის მულტისისტემური სინდრომი, რომლიც ითვლება კორონავირუსის გართულებად, ეს ძირითადად ვლინდება კორონავირუსის გადატანიდან 4 – 6 კვირის შემდეგ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძის ინფორმაციით ვირუსი ვლიდნება კორონავირუსისი გადატანიდან, დაახლოებით ერთ თვეში და აზიანებს რამდენიმე ორგანოს.

პროფესორის თქმით საქართველოში, აღნიშნული სინდრომი პირველად 2 ნოემბერს გამოვლინდა, დღეისათვის კი დაახლოებით 55 – 60 პაციენტი გადის მკურნალობას „მის სინდრომის” დიაგნოზით:

„ეს პირველად დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა 8 ბავშვთან, მოგვიანებით ჯანმრთელობის ორგანიზაციამ, მას უწოდა მულტისისტემური ანთებითი სინდრომი,  ეს აზიანებს ორ ან მეტ ორგანოს, თვით სინდრომის განვითარების მექანიზმი საბოლოოდ დადგენილი არ არის, ეს ითვლება, რომ გამოწვეულია ვირუსის ზემოქმედების შედეგად, შესაბამისად კლინიკური სურათი გადატანიდან რამდენიმე კვირის შემდეგ არის ჩამოყალიბებული.

კიდევ ერთი დამახასიათებელი არის ის, რომ მხოლოდ კლინიკური სურათი საკმარისი არ არის, საჭიროა ლაბორატორიული მარკერები, ასევე ანთების მარკერები, აუცილებლად უნდა იყოს დადგენილი კორონავირუსის არსებობის ფაქტი, შედარებით მცირე ნაწილში ეს სინდრომი შეიძლება განვითარდეს დაავადების მწვავე ფაზაშიც. ეს ვირუსი არ ხასიათდება ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით.

პირველი შემთხვევა საქართველოში დაფიქსირდა იაშვილის კლინიკაში, 2 ნოემბერს. ერთი, რაც ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, ამ ვირუსის გაზრდა უკავშირდება კორონავირუსის მაჩვენებელს და სწორედ პიკის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში ვლინდება, ჩვენ თუ ნოემბერ – დეკემბერში ერთეული შემთხვევები გვიფიქსირდებოდა ახლა არის მატება, ამჟამად ჩვენთან მკურნალობს 12 პაციენტი,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

პროფესორის ინფორმაციით დაავადების მკურნალობა მხოლოდ სტაციონარს არ მოიცავს, როგორც ის განმარტავს შესაძლოა პაციენტს რეაბილიტაციისთვის ერთი წელის დასჭირდეს:

„ამ დიაგნოზის განსხვავება, სწორედ მიდინარეობის სიმძიმეშია, დღეისათვის 6 მძიმე პაციენტი იყო, ყველა მათგანთან შედეგი მივიღეთ, ნაწილი გაეწერა ბინაზე, ნაწილი მკურნალობს. განსხვავებით კორონავირუსისგან ამ სინდრომის დროს ლეტალობა არის მოსალოდნელი.

ამ სინდრომის მკურნალობა რ გულისხმობს მხოლოდ სტაციონალურ მკურნალობას, ეს გრძელდება ბინაზეც 3 – 4 კვირა.

თუ გული დაზიანდა მეთვალყურეობა შეიძლება გაგრძელდეს ერთი წელიც კი.

ჯამში საქართველოში 55 – 60 პაციენტი გვყავს, 51 არის იაშვილის კლინიკაში დაფიქსირებული,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები