“მცხეთა-მთიანეთის რეგიონი მაქსიმალურად ჩაერთვება სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების განვითარებაში” – შალვა კერესელიძე

საქართველოს პარლამენტის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, 30 აგვისტოს, ქალაქ მცხეთაში,  „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

მცხეთა – მთიანეთის გუბერნატორის შალვა კერესელიძის განცხადებით „ მცხეთა –  მთიანეთის  რეგიონი მაქსიმალურად  ჩაერთვება  სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების განვითარებაში, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე, იდეური მიმართულებით.“

სპორტის შესახებ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია 1996 წელს არის მიღებული და უკვე მრავალი წელია ვერ აკმაყოფილებს სპორტის სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს. ახალი კანონის შექმნა მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის ზრდას და სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ემსახურება.

საჯარო განხილვები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში ტარდება და მიზნად ისახავს კანონის პროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით სამუშაო პროცესში საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებას.

მსგავსი თემები