„უსინდისო ვიყო, ერთი სული მაქვს, დეტალებზე ვისაუბრო“ – ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ დიალოგზე

ელჩების მონაწილეობით პოზიციისა და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა, როგორც მხარეები აცხადებენ. კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის და მოლაპარაკების შემდეგ ეტაპი კიდევ უნდა შედგეს.

„ვისაც ბედნიერი ყიჟინა აქვს დაცემული, არ შევთანხმებულვართ. ძალიან ცხარე კამათი იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით. რაღაც საკითხებზე შევთანხმდით, რაღაცებზე – ვერა. ლამის ვეხვეწე ელჩებს, რომ მომცენ უფლება, ვილაპარაკო დეტალებზე, რომ ხალხმა გაიგოს რაზე ვლაპარაკობ. ერთი სულ მაქვს, ხალხს მოვუყვე, რაზე მიდის ლაპარაკი, რაზე ვარ თანახმა და რაზე არა. „ქართული ოცნება“ რას ითხოვს და იხვეწება, არ მაინტერესებს. ელჩებმა დაჟინებით გვთხოვეს, ლამის გვეხვეწნენ, არ მოყვეთ დეტალებიო. რა თქმა უნდა, რომ ძალიან მალე უნდა შევხვდეთ და გაგრძელდეს ეს ყველაფერი. უსინდისო ვიყო, ერთი სული მაქვს დეტალებზე ვილაპარაკო და ყველას გავცე პასუხი, აქ რაზე ვლაპარაკობთ და რისთვის ვართ მზად. არ შევდივარ პარლამენტში“ – განცხადა შეხვედრიდან გამოსულმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები