“სტაციონარული დაწესებულებების ვალდებულებაა, ყველა ჰოსპიტალიზებულ პაციენტს კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტაროს” – ამირან გამყრელიძე

  •  

“გარდა ამბულატორიული გაფართოებული ტესტირებისა, ასევე, სტაციონარულ დაწესებულებას ევალება ყველა ჰოსპიტალიზებული პაციენტის გამოკვლევა კორონავირუსზე,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

რაც შეეხება ანტიგენზე დამყარებული ტესტირების გაფართოებას, გამყრელიძე განმარტავს, რომ მთავარი მიზანი ინფიცირებულების სწრაფად გამოვლენაა. ამასთან, გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, ისარგებლონ შეთავაზებით და სიმპტომების შემთხვევაში, ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაიტარონ.

„დაახლოებით ერთი თვეა, რაც ლაბორატორიულ დიაგნოსტიკებში გარდა ეგრეთ წოდებული ოქროს სტანდარტისა, ანუ პიჯიარ ტექნოლოგიისა, რომელიც მოკლედ „პისიარ“ ტესტის სახელით არის ცნობილი მოსახლეობაში, ასევე ვიყენებთ ახალი გენერაციის ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს, რომლებიც 15-20 წუთში სიმპტომებიან პაციენტში გაძლევენ საკმაოდ კარგ ვალიდურ შედეგს, ადამიანი ინფიცირებულია, თუ- არა. ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები გამოიყებოდა გარკვეულ ჯგუფებში ჯერ კიდევ აპრილი-მაისიდან, მაგრამ უფრო ფართო მასშტაბური გამოყენება ერთი თვის წინ დავიწყეთ.

დღეს ქვეყანაში ყოველდღიურად დაახლოებით 10 000-დან 12 000-მდე „პისიარ“ ტესტი და 3000-3 500 ანტიგენზე დამაყარებული სწრაფი ტესტი ტარდება. ყოველდღიური დადასტურებული მაჩვენებელი, რასაც ვაქვეყნებთ, ორივე მეთოდს ეყდნობა. გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე კიდევ ერთხელ იყო მსჯელობა ანტიგენზე დამაყრებული ტესტების გამოყენების გაფართოებასთან დაკავშირებით, რასაც კიდევ მეტად ენიჭება ყურადღება, როდესაც შეზღუდვები წესდება ქვეყნებში ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით. გუშინ გამოიცა მთავრობის დადგენილება, შესაბამისად, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება ტესტირების გაფართეობასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, რამდენიმე თვეში ყოევლდღიური ტესტირების რაოდენობა პისიარ ტექნოლოგიით და ანტიგენზე დამყარებულით თანდათან ავიდეს 20 000-მდე. ამ მიდგომის ძირითადი მიზანი გახლავთ, ჩვენ შედარებით სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირებულები, მათ შესაბამისი რეკომენდაციები მივცეთ, ეს რეკომენდაციებიც შემუშავებულია და ჩვენს ვებგვერდსა და „ფეისბუქის“ გვერდზე დევს. ადრეულ ეტაპზე ინფიცირებულების გამოვლენა წინაპირობაა, რომ ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები გამოვლინდებიან და მათ მხოლოდ იზოლირება დასჭირდებათ 12-14 დღის განმავლობაში. ამით ჩვენ ინფექაციის შემდგომი გავრცელების ალბათობას შევამცირებთ.

აქედან გამომდინარე, მინდა, მივმართო მოსახლეობას, ფართოდ ისარგებლონ ამ შეთავაზებით. მათთვის მეტად გაიოლდება და ხელმისაწვომი გახდება ტესტირება. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც აქვს კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ტემპერატურის მომატება, სუნთქვის გაძნელება, ხველა, სურდო, ყელის ტკივილი, ან სხვა იშვიათი სიმპტომები, როგორიც არის ყნოსვის, გემოვნების დაკარგვა და ასე შემდეგ, დაუყივნებლივ მიმართონ პოლიკლინიკებს ან სხვა სტაციონარულ დაწსებულებებს, სადაც მათ ტესტირება ჩაუტარდებათ.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და სიახლე ამ დადგენილებაში გახლავთ ის, რომ გარდა ამბულატორიული გაფართოებული ტესტირებისა, ასევე, სტაციონარულ დაწესებულებას ევალება ყველა ჰოსპიტალიზებული პაციენტის გამოკვლევა კორონავირუსზე. აქამდე ეს ხდებოდა მხოლოდ იმ პაციენტებზე, რომლებსაც ჰქონდათ ვთქვათ, ცხელებით მიმდინარე დაავადებები და წვებოდნენ საავადმყოფოში, რათა დიფერენცირება მომხდარიყო, იყო ეს კორონავირუსული ინფექცია, თუ სხვა მიზეზით გამოწვეული ცხელება. დღეს უკვე ყველა სტაციონარული დაწესებულების ვალდებულებაა, თითოეულ იმ ადამიანს, ვისი სტაციონარში გადაყვანაც ხდება, კორონავირუსულ ინფექციაზე გამოკვლევა ჩაუტაროს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები