კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 044 გამოვლინდა, იმერეთში 526, აჭარაში 503

  •  

“კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევიდან 1 044 თბილისში გამოვლინდა, 526 – იმერეთში, ხოლო 503 – აჭარაში.” – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყნის სხვა რეგიონებში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების განაწილება შემდეგია: ქვემო ქართლში – 207, შიდა ქართლში – 177, გურიაში – 89, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 117, კახეთში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 43, სამცხე-ჯავახეთში – 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.

ხოჯევანიშვილის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის თბილისში –  რვა,  აჭარაში – ექვსი, იმერეთში – შვიდი,  ხოლო ქვემო ქართლში ერთი ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით სულ 423 ადამიანი გარდაიცვალა.

„ამ ეტაპზე ინფიცირების 14 525 აქტიური შემთხვევაა. 4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში – 2 279, აჭარაში – 734.

მძიმე პაციენტი გვყავს 619, მათ შორის, თბილისში – 336, აჭარაში – 83. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 268 პირი – მათ შორის, თბილისში – 124, აჭარაში – 79.

2 438 ადამიანი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 174 – აჭარაში, ხოლო 841 – თბილისში. 7 469 პირი მკურნალობს ბინაზე“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მსგავსი თემები