10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 8.33% შეადგინა

10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 8.33 % შეადგინა.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 8.33%, რაც 292 587 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მე-19 საარჩევნო ოლქში, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთში – 11%. ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა აჭარის რეგიონში 7,3%,- განაცხადა მიქელაძემ.

მსგავსი თემები