ენმ-ს მტკიცებით, ზუგდიდში “ქართული ოცნების” კოორდინატორები ფულს არიგებდნენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მტკიცებით, ზუგდიდში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” კოორდინატორები ფულს არიგებდნენ.

როგორც ოპოზიციური პარტიის დამკვირვებლები ამბობენ, მანქანაში მჯდომი ქალი “ქართული ოცნების” მომხრეებს მანქანასთან იბარებდა და სხვადასხვა კუპიურას აძლევდა.

ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ თავად მანქანაში მსხდომი “ქართული ოცნების” კოორდინატორები და ამბობენ, რომ მანქანაში მხოლოდ საჭმელად ჩასხდნენ.

ადგილზე იმყოფებოდა უბნის მაჟორიტარი “ქართული ოცნებიდან” თაზო ფაცაცია. მისი მტკიცებით, ფულს მმართველი გუნდი არ არიგებს და ეს ოპოზიციის ცილისწამებაა.

მსგავსი თემები