“ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ისე, როგორც ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ ვერ შეძლო” – გიორგი გახარია

  •  

“მე და კახა კალაძემ ბოლო 2 თვის განმავლობაში ფაქტობრივად მთელი საქართველო მოვიარეთ ჩვენს გუნდთან ერთად და ის მხარდაჭერა, რომელიც ვიგრძენით, არის უდიდესი პასუხისმგებლობა ამავდროულად, რომ ქვეყნის აღმშენებლობა უნდა გაგრძელდეს. უნდა გაგრძელდეს ზუსტად ისე, როგორც ამას ვაკეთებდით ბოლო 8 წლის განმავლობაში, პირველ რიგში ადამიანის გაფრთხილებით”,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ბექა ოდიშარიას წარდგენაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირბადის ტარება არა თავის დაცვაა, არამედ ჩვენი მოქალაქეების და ღვაწლმოსული მოხუცების დაცვაა.

„ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ყოველთვის გვქონდა და რომლითაც უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და შრომა. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ შემდეგი 4 წელი იქნება გამოწვევებით სავსე და ჩევნ ყველანი ვხედავთ, რომ უაღრესად არაოდინარულ სიტუაციაში გვიწევს კამპანიის ჩატარება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ის, როგორც ჩვენ გამოვიარეთ ბოლო თვეები, არის ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი მომავალი ეკონომიკური განვითარების წინაშე და ეს ის შესაძლებლობაა, რომლითაც ეს კრიზისი შესაძლებლობად ვაქციოთ.

„ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ისე, როგორც ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ ვერ შეძლო და ამის ყველაზე დიდი საფუძველი ერთიანობაა. ჩვენ საერთოდ გვახასიათებს, როდესაც გაჭირვება და ბროლაა, მაშინ გაერთიანება. განსაკუთრებით ეს გაერთიანება გვჭირდება დღეს, როდესაც სულ 2 დღეში უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არჩევანი. ეს არ არის რომელიმე პარტიიული ძალის არჩევანი. ეს არის შემდგომი წლების განმავლობაში დემოკრატიული განვითარების არჩევანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები