ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 144 შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 495 ადამიანს ჩაუტარდა. აქედან „კოვიდ-19“ 144 ადამიანს დაუდასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით 123 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 27 მდგომარეობა მძიმეა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 450 შემთხვევაა დაფიქსირებული, 1 294 გამოჯანმრთელდა, 33 კი გარდაიცვალა.

სოხუმში მობილურ ჰოსპიტალში კოვიდდადასტურებული 28 პაციენტი რჩება, ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი თემები