„შეიქმნა იურიდიული ბაზა, რომ ჩიჩხიტურის მონასტრის ერთი კუთხე მოყოლილია აზერბაიჯანის მხარეს“ – მამა კირიონი

  •  

„2007 წლამდე ჩიჩხიტურის მონასტერი ჩვენს დაქვემდებარებაში იყო. ჩვენ იქ დავდიოდით და ვლოცულობდით. 2007 წელს კი ამოდიან უკვე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, იკავებენ მას და იქიდან მოყოლებული, ჩვენ ამ ნაწილში ვერ შევდივართ. იმიტომ, რომ მოხდა საზღვრის მოყვანა მონასტრის კოშკამდე. მონასტრის კოშკი დაფიქსირდა როგორც საზღვრის პერიმეტრში“ – აცხადებს მამა კირიონი.

სასულიერო პირის ინფორმაციით, არასწორია როცა ვამბობთ, რომ აზერბაიჯანელები თვითნებურად ამოვიდნენ და დადგნენ მონასტერში. მისი შეფასებით, ამ ქმედებას იურიდიული საფუძველი ჰქონდა.

„ჩიჩხიტურის მონასტრის ერთი კუთხე მოხვედრილია აზერბაჯანის მხარეს. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ერთ დღეს, აზერბაიჯანელები ამოვიდნენ და დადგნენ მონასტერში, ამით ჩვენ ირიბად ვამბობთ, რომ აზერბაიჯანმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ექსპანსია. ის არის სახელმწიფო, ისინი დაეყრდნენ რაღაც იურიდიულ დოკუმენტაციას, რის საფუძველზეც უფლება ჰქონდათ, ეს გაეკეთებინათ. მესაზღვრეები მოქმედებდნენ სასაზღვრო ექსპერტების დასკვნებზე. ესე იგი, შეიქმნა იურიდიული ბაზა იმისა, რომ ჩიჩხიტურის მონასტრის ერთი კუთხე მოყოლილია აზერბაიჯანის მხარეზე და შეიქმნა იურიდიული საფუძველი იმისა, რომ მათ შეძლებოდა ამოსვლა და დადგმა ამ მონასტერში“ – განაცხადა მამა კირიონმა.

შეგახსენებთ, რომ  ამ ეტაპისთვის, სახელმწიფო ტერიტორიების საწინააღმდეგო ქმედებებისთვის დაკავებულია საზღვრის დელიმტაცია-დემარკაციის კომისიის 2 წევრი. ერთ-ერთი სასულიერო პირი, ვინც სს საქმეში დაკითხეს და ე.წ. მთავარ მოწმეს წარმოადგენს, სწორედ მამა კირიონია.

მსგავსი თემები