“ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდი მზად ვართ აშშ – თან მჭიდრო თანამშრომლობით განვაგრძოთ” – არჩილ თალაკვაძე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიტიური შეფასება საქართველოს საინვესტიციო გარემოსთან და ბიზნესის კეთების სიმარტივესთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. რეფორმები, რომელიც გავატარეთ იყო სწორი და შედეგიანი. გლობალური პანდემია რთული გამოწვევაა, თუმცა საზოგადოების მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის აღდგენას.

“ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდი მზად ვართ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობით განვაგრძოთ რეფორმები ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.

სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები საზოგადოებას მიზანმიმართულად უმტკიცებდნენ სრულიად საპირისპიროს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებს და ბრალდებებს, ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ბიზნესგარემო საქართველოში დადებითად და საიმედოდ ფასდება.

მსგავსი თემები