გენერლებს, რომლებმაც სიმხეცე ჩაიდინეს, ბრიტანეთი სანქციებს უწესებს

დიდმა ბრიტანეთმა ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაიწყო მუშაობა. გაერთიანებული სამეფოს  სანქციის შემდეგი ეტაპის სამიზნეები ძირითადად სამხედრო მაღალჩინოსნები იქნებიან. გენერლების გარდა, სანქციები შეეხებათ  ფიზიკური პირებსა და ბიზნესმენებს, რომლებიც რუსულ პოლიტიკას და  პუტინის ჯარს უკრაინაში მხარდაჭერას უცხადებენ.

„ისინი განგებ ესხმიან თავს ჰოსპიტლებს, სკოლებსა და სატრანსპორტო ჰაბებს. დიდი ბრიტანეთი ურყევია უკრაინისადმი მხარდაჭერაში და პუტინსა და მის რეჟიმზე პასუხისმგებლობის დაკისრებაში. სანქციების ახალი ტალღა გენერლებსა და თავდაცვის კომპანიებს ურტყამს, რომლებსაც სისხლი აქვთ ხელზე“, – აცხადებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი.

ბრიტანულ სანქციებში მოხვდებიან:  რუსული არმიის მეთაური, „ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში“ მონაწილე ვიცე-პოლკოვნიკი აზატბეკ ომურბეკოვი; საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი; გენერალ-მაიორი, რუსეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური ვალერი ფლიუსტიკოვი; რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, გენერალ – პოლკოვნიკი ნიკოლაი ბოგდანოვსკი.

 

მსგავსი თემები