მიხეილ კალანდიას ადვოკატიკრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზეა დაბარებული

  •  

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზეა დაბარებული.

ზურაბ თოდუას თქმით, უწყებაში ის მივა, თუმცა ჩვენებას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს.

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაბარება სავარაუდოდ, გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე დღის წინ შეტანილ მორიგ საჩივარს უკავშირდება, სადაც ის მანამდე უწყებაში მის მიერ შეტანილ განცხადებებზე რეაგირებას მოითხოვს.

საქმე ეხება კალანდიას საქმის არაეფექტურ გამოძიებას, დაცვაზე განხორციელებულ ზეწოლას, მუქარასა და მოწმეებზე ზემოქმედებას.

“არცერთი ჩემი საჩივარი, რომელიც შეტანილია სრულიად ლეგიტიმურად დასმული კითხვები და სამართლებრივად არასწორი მოქმედებები, რასაც ადგილი ჰქონდა გამოძიების მხრიდან, იგნორირებული იყო თავიდან ბოლომდე. და მაშინ როდესაც უკვე საკასაციო საჩივარი უკვე მზად და სტრასბურგის მინი საჩივარი გამზადებულია უკვე, ცდილობენ გაამართლონ თავიანთი უმოქმედობა. ჩვენების მიცემას არ ვაპირებ შსს გამომძიებლის წინაშე, მე ჩვენებას მივცემ მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე,” – განაცხადა ზურაბ თოდუამ. 

მსგავსი თემები