შაქარაშვილის საქმისთვის ბრალდებულები და ოჯახი წევრები შიმშილობას იწყებენ  

არასრულწლოვანი ზ.ხ. და მისი მშობლები შიმშილობის დაწყებას აანონსებენ. ამის შესახებ განცხადებს ზ.ხ-ს მამამ თამაზ ხომასურიძემ გააკეთა.

თამაზ ხომასურიძის ინფორმაციით, მისი შვილი პროტესტის ამ ფორმით მოითხოვს, სიცრუის დეტექტორით დაიკითხოს და ამით დაამტკიცოს სიმართლე.

„შევეცდები გადავაფიქრებინო, არ მინდა იშიმშილოს, ბავშვია და მისი შიმშილობა არ შეიძლება. მის ნაცვლად მე ვიშიმშილებ. ასევე მოთხოვნაა, რომ გადადგეს პროკურორი, რომელიც მონაწილეობს საქმის „შეკერვაში“. მან ჩემს თვალწინ ჩაასწორა პოლიციაში ნათქვამი. ნახევარი საათი იჯდა და რაღაცას ასწორებდა, შემდეგ კი ბავშვს ხელი ისე მოაწერინა, რომ არც წააკითხა. ამ პროკურორს სახეზე ვიცნობ“, – განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.

ამასთან, თავად თამაზ ხომასურიძემ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა და თავადაც შიმშილობას აპირებს.

„ახლა მივდივარ გენერალური პროკურატურის წინ, სადაც შიმშილობას ვიწყებ, ჩემი მეუღლეც შემომიერთდება. ასევე შიმშილობას იწყებს ყველა იმ ადამიანის მშობელი, ვინც „ტოიოტა ქამრის” მარკის ავტომობილში იჯდა. ვისაც შეგიძლიათ დაგვეხმარეთ. ადვოკატიც უფასოდ მემსახურება, რადგან სახლი გავყიდე. ის ჩემი შვილის სიმართლეში დარწმუნდა”, – განაცხადა ხომასურიძემ. მისივე განმარტებით, მას სხვა ბრალდებულების მშობლებიც შემოუერთდებიან.

მსგავსი თემები