“ცოცხალი ვარ და არც საზღვარგარეთ წავსულვარ” – ლუკაშენკო

  •  

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ის ცოცხალია და საზვარგარეთ არ იმყოფება.

აღნიშნა ლუკაშენკომ სამშენებლო ინდუსტრიის საკითხებზე გამართულ სხდომაზე

„დასაწყისისთვის, ცოცხალი ვარ და არც საზღვარგარეთ წავსულვარ, როგორც ამას ზოგიერთი „გათვითცნობიერებული წყარო“ ამტკიცებს“, – განაცხდა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ახლა ბელარუსში მუშათა კოლექტივის საპროტესტო აქციების აგორებას ცდილობენ.

„თუ ხალხს მუშაობა სურს, აგერ არის სამუშაო ადგილები. ძალით ვერ მივიყვანთ სამუშაოზე“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც ლუკაშენკომ განაცხადა, თუ ქარხნები გაჩერდება, მაშინ ბელარუსში წარმოებულ პროდუქციას, კონკურენტები ჩაანაცვლებენ.

„თუ გავჩერდებით, წარმოებას ვერასდროს ამოვქოქავთ. ჩვენ ამ ჭაობისკენ გვიბიძგებენ. ხალხს ეს უნდა ავუხსნათ“, – განაცხდა ლუკაშენკომ.

მსგავსი თემები

5 Thoughts to ““ცოცხალი ვარ და არც საზღვარგარეთ წავსულვარ” – ლუკაშენკო”

  1. Like!! I blog frequently and I really thank you for your content. The article has truly peaked my interest.

  2. Hi there, after reading this amazing paragraph i am as well delighted to share my knowledge here with friends.

  3. SMS

    Very good article! We are linking to this particularly great content on our site. Keep up the great writing.