იმერეთში კორონავირუსის ერთი იმპორტირებული შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 14 შემთხვევიდან ერთი იმერეთში დაფიქსირდა. ის 60 წლის მამაკაცია, რომელიც საქართველოში თურქეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის დროს ის ოჯახში იმყოფებოდა, ვირუსი კი, დღეს ოფიციალურად დაუდასტურდა. 

“3 COVID ინფიცირებული გვიწევს კლინიკაში, ერთი ქალბატონი უკვე 21-ე დღეა ჩვენთან იმყოფება. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მასზე გუშინ პირველი საკონტროლო ტესტირება გაკეთდა და სამწუხაროდ, პასუხი ჯერ კიდევ დადებითი მოვიდა. მეორე ქალბატონი, რომელიც მესტიიდან არის ჩამოსული, ასევე საშუალო სიმძიმის პაციენტია. გუშინ, ჩვენთან ერთი თურქეთიდან ჩამოსული მძღოლიც შემოიყვანეს,”- აცხადებს ქუთაისის კლინიკა “ლჯ და კომპანია – ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის” მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე.

მსგავსი თემები