“ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა” – საქსტატი

  •  

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, იანვარ-ივნისში საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.8%-ს შეადგენს.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციის და ნარჩენების მართვის საქმიანობების გარდა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.

“22%-ით არის შემცირებული იმპორტის მაჩვენებელი, მშენებლობის სექტორში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობების.  სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში შემოსავლების შემცირება მეტწილად უკავშირდება საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებას. 95%-ით შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები,” – განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

მსგავსი თემები

5 Thoughts to ““ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა” – საქსტატი”

  1. Like!! Great article post.Really thank you! Really Cool.

  2. I learn something new and challenging on blogs I stumbleupon everyday.

  3. Good one! Interesting article over here. It’s pretty worth enough for me.

  4. SMS

    These are actually great ideas in concerning blogging.