„ჩიქოვანს თავი ჰქონდა გადახსნილი ქვით და ლოგიკურია, ახვალ“ – რაზე საუბრობდნენ ანა გაბეჩავა და ნ.ხ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

“საერთოდ, მას ერთადერთი ისტაგრამი ჰქონდა. ჩვევა აქვს, რომ მიმოწერებს შლის, ამ მიმოწერის წაშლა მიზანმიმართულად არ მომხდარა,“ –  ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვანი ნ.ხ-ს ადვოკატმა ანა ჟღენტმა განაცხადა.

ადვოკატი იმ მიმოწერებზე საუბრობს, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფსა და ანა გაბეჩავას შორის ისტაგრამზე შედგა. ჟღენტი ამბობს, რომ ნ.ხ-ს მიმოწერები ხუმრობის შემცველი იყო და შინაარსობრივი დატვირთვა არ ჰქონია.

ჩანაწერში იყო ნახსენები ფრაზა: “ჩიქოვანს თავი ჰქონდა გადახსნილი ქვით და ლოგიკურია, ახვალ:“

„იქ არ არის ანგარისწორებაზე საუბარი, იქ მიდის ხუმრობით საუბარი მაგალითად: „ჩემს მაისურს, რომ სისხლი არ გაეცალოს ამათ დავხოცავ“, – ეს იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი ფრაზები და მოხდა არასწორი, ინეტრპრეტირება. ეს იყო მხოლოდ გაბრაზებული ადამიანის ანალოგია, რაც ხშირად მეგობრების მისამართითაც გვითქვამს,“ – განაცხადა ჟღენტმა “მედიაცენტრ მთავარში” და განმარტვ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმ ადამიანებს არ იცნობდა, ვინც წვეულებაზე იყვნენ.

“ჩანაწერებიდან ისიც ჩანს, რომ  ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ისიც არ იცოდა თუ იქ რაგბისტები იყვნენ, რადგან ის მხოლოდ კიბის ეპიზოდში მონაწილეობდა. მას საერთოდ არ უნახავს წვეულებაზე შაქარაშვილი, როდესაც გამოძიება გამოკითხვას ატარებს, მთლიან მიმოწერაზე ატარებს. რაც შეეხება ნიკა ჟვანიას, მას, ალბათ, უბნიდან იცნობდა და ეს ამონარიდები ცალკე წარდგენილი სულ სხვა სურათს იძლევა,“ – განაცხადა ანა ჟღენტმა „მედიაცენტრ მთავარში.“


“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები