ვაჟა ტყებუჩავას მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ კიდევ 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა

ფოთში 2 ივლისს მომხდარი ვაჟა ტყებუჩავას მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ კიდევ 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გამოცხადებულია ძებნა. ოფიციალური ვერსიით, მამა-შვილ ტყებუჩავებს თავს იმ დროს დაესხნენ, როდესაც ისინი ფოთში, ერთ-ერთი ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდნენ.

სასტიკად სცემეს მოკლულის მამაც. ვაჟა ტყებუჩავა კი მძიმე მდგომარეობაში ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მიატოვეს.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა ქურდული სამყაროს ორი ჯგუფის უთანხმოებას უკავშირდება. ძებნილი პირების გარდა ამ საქმეზე უკვე 5 ადამიანია დაკავებული.

მსგავსი თემები