„ის, რომ „შარშია“ ჩემგან არ თქმულა“ – ლადო ბაჭულაშვილი

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უარყოფს თამარ ბაჩალიაშვილის მამის განცხადებას, თითქოს მან უთხრა, რომ „თამარი შარში იყო,“ თუმცა ოჯახთან კომუნიკაციას ადასტურებს:

„ოჯახთან კომუნიკაცია მქონდა, როგორც პირადი, ასევე სატელეფონო. თუმცა, ის, რომ „შარშია“ ჩემგან არ თქმულა. როგორ ვეტყოდი, როცა საერთოდ კომპიუტერთან შეხება არ მქონდა. ოჯახმაც იცოდა, რომ დღე და ღამეს ვათენებდი იმისთვის, რომ მეპოვა. აქციის დღეს საერთოდ არ მქონია მაგ კაცთან არც შეხება. შეიძლება დილით სატელეფონო საუბარი მქონდა, მაგრამ საღამოს არა. ვეუბნებოდი, რომ ჩართულია ყველა სამსახური, საგამოძიებოც, სამაშველოც, დრონიც, ყველა სამსახური ჩართული იყო. ჩემი სახელი და გვარი პირველივე დღეს ვუთხარი, ასევე საკონტაქტო ტელეფონი. იცოდა, დირექტორის მოადგილე რომ ვიყავი, ჩემს კაბინეტში იყო და აბრა არის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე“,-აცხადებს ლადო ბაჭულაშვილი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, პირი, რომელიც მასთან მივიდა და შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ უთხრა, რომ „თამარი შარში იყო“, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილია.

მსგავსი თემები