„იაკობი ლისზე წავიდა, სვანეთში თუ აზერბაიჯანში, რამე მნიშვნელობა აქვს?“ – ადვოკატი ფოტოგრაფზე

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულმა ფოტოგრაფმა იაკობმა შსს-ს შენობა დატოვა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამჯერად ინტერესის სფერო მისი სოციალური ქსელები იყო.  

„მიმოწერები ამოიღეს. ამონაწერში „112“ არ ფიქსირდება, სადაც დავრეკე „111“-ის მერე. აქ დავრეკე სანამ დაბადების დღეზე მივდიოდი. ეს არაფერ შუაშია საქმესთან. ფოტოები არ გადამიღია, მე იქ სტუმრად მივედი და არა ფოტოგრაფად“ – განუცხადა ფოტოგრაფმა ჟურნალისტებს.

მისი ადვოკატის თქმით კი სამართალდამცველებს ის ამონაწერები წარუდგინეს, რაც საჭიროდ ჩათვალეს: „ისტაგრამი დათვალიერდა, მას სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი მიმოწერა აქვს. დაჯდა სახლში ეს დღეები, ყველაფერი გადაათვალიერ-გადმოათვალიერა. ჩვენ რაც მიგვაჩნია, რომ საჭირო იყო გამოძიებას სცოდნოდა, ჩვენ ეს წარვადგინეთ.  გვინდა საგამოძიებო ექსპერიმენტში მივიღოთ მონაწილეობა იმ დროს, რა დროსაც ეს მოვლენები ხდებოდა. ფაქტი ხდებოდა მცხეთაში, იაკობი ლისზე წავიდა, სვანეთში თუ აზერბაიჯანში ამას მნიშვნელობა აქვს? ფაქტთან დაკავშირებით მან რამე მოიტყუა?“

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეში მონაწილე პირების დაკითხვა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.     

მსგავსი თემები