საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა და 1,028-ს შეადგენს. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა

მონაცემების მიხედვით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 899-ია. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5,627 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 228.

მსგავსი თემები