„ჩემი მეუღლე, თეიმურაზ კუპატაძე ასეთ “თემებს” არ “აგვარებს” – პატრულის ყოფილი უფროსის მეუღლე შაქარაშვილის საქმეზე

  •  

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, თემურ კუპატაძის მეუღლე ერთ-ერთ ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებულ ბრალდებას ეხმიანება და აცხადებს, რომ თემურ კუპატაძეს გიორგი შაქარაშვილის საქმესთან შეხება არ ჰქონია. „მედიაცენტრი მთავარი“ თემურ კუპატაძის მეუღლის „პოსტს“ უცვლელად გთავაზობთ.

„ვეხმაურები “მთავარი არხის” და ნიკა გვარამიას მორიგ ცილისმწამებლურ რეპორტაჟებს, რომლებმაც უკვე გადაკვეთა ყველანაირი ხაზი! საზღვარი აქვს ყველაფერს! ასეთ ტრაგედიაზე ჩემი მეუღლის სახელის მიზანმიმართულად გასვრას, ყოველგვარი არგუმენტის, მტკიცებულების, ლოგიკის გარეშე უბრალოდ არ მოვითმენთ! საცოდავი ბიჭის ამბავზე მაინც ნუ იკადრებთ ყველაფერს!!! მიუხედავად ბოლო დროინდელი უამრავი სიცრუისა, მაინც დაუჯერებელია რომ ეს შეგიძლიათ- შეგიძლიათ ადამიანს დააბრალოთ ასეთი გაუგონარი რამ და “გააპრავოთ” რომ “წყარომ” გითხრათ!! ვაცხადებ- არანაირი, არათუ ნათესაური, არამედ სანაცნობო კავშირიც კი არ მაქვს ვინმე “კაწროსთან”. შეგეძლოთ უბრალოდ და ძალიან ადვილად გადაგემოწმებინათ. ჩემი მეუღლე თეიმურაზ კუპატაძე კი ასეთ “თემებს” არ “აგვარებს”!! საკმარისზე მეტი ღირსება და პროფესიონალიზმი აქვს ამისთვის! თქვენგან განსხვავებით“ – აცხადებს მაია ტაბუცაძე.

შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შაქარაშვილის “საქმის მოგვარებაში” თემურ კუპატაძეც ფიგურირებდა.  

მსგავსი თემები

10 Thoughts to “„ჩემი მეუღლე, თეიმურაზ კუპატაძე ასეთ “თემებს” არ “აგვარებს” – პატრულის ყოფილი უფროსის მეუღლე შაქარაშვილის საქმეზე”

  1. Like!! Great article post.Really thank you! Really Cool.

  2. Hi there, after reading this amazing paragraph i am as well delighted to share my knowledge here with friends.

  3. SMS

    Thanks so much for the blog post.

  4. Like!! Thank you for publishing this awesome article.

  5. I like this website very much, Its a very nice office to read and incur information.

  6. SMS

    These are actually great ideas in concerning blogging.