შაქარაშვილის საქმის ახალი მოწმე, შუა ღამეს, მცხეთის ტრასაზე ნიახურს აგროვებდა – რა წერია დაკითხვის ოქმში?!

  •  

შაქარაშვილის საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა, რომელს მტკიცებით,   შემთხვევის ადგილზე, შუა ღამეს ნიახურს აგროვებდა. თეთრი ფერის მიკროავტობუსი და დ.კ. გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი მოწმეა. ის დაკითხეს კიდეც, თუმცა, გამოძიებას არადამაჯერებელი ჩვენება მისცა.

კონკრეტული პიროვნება თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია. ის, საბედისწერო ღამეს, როცა გიორგი შაქარაშვილი დაიკარგა, იმ შენობასთან  იმყოფებოდა, სადაც დაპირისპირება მოხდა. დაკითხვისას კი განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე ნიახურს აგროვებდა.

„დაახლოებით 01:00, როდესაც გავცდით საგურამოს გადასახვევს და გავდიოდი არაგვის ხიდზე, შევნიშნე, რომ ხიდის დასრულებამდე დაახლოებით 50-60 მეტრში, გზის სავალი ნაწილის გამყოფ ზოლზე, დაახლოებით ერთი მეტრი სიგრძეზე რაღაც იყო დაყრილი. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაიდან რაიმე სახის უბედურ შემთხვევას ადგილი რომ არ ჰქონოდა, მე გადავწყვიტე მენახა რა ეყარა მაგისტრალზე და საჭიროების შემთხვევაში გადმომეტანა გზის პირზე. თავიდან, გზის პირს, როდესაც გავუსწორდი იმ ადგილს, სადაც ის რაღაც ეგდო, მაშინვე არ მივსულვარ, იმიტომ, რომ მაგ დროს, თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოდიოდა სატვირთო მანქანა, რომელსაც უსაფრთხოების მიზნით რათა არ გადაევლო უცხო საგანზე, ჩემი ფანრით ვანიშნე იმ ადგილზე სადაც რაღაც ეგდო. როდესაც საშუალება მომეცა მივსულიყავი ჩემს წინ სავალი გზის გამყოფ ზოლთან, ვნახე, რომ გზაზე დაახლოებით ერთი მეტრის სიგძეზე დაყრილი იყო ნიახური,  რომელთა დიდი ნაწილი მანქანების გადავლის შედეგად გაფუჭებული იყო, ხოლო რამდენიმე შეკვრა, რომელიც არ იყო გაფუჭებული, ავუღე და კვლავ მაგისტრალის პირველი ხაზის ნაპირის გავლით მივედი ჩემს მიკრო ატობუსთან“ – წერს მოწმე ჩვენებაში.    

მსგავსი თემები