„ვარკეთილის დამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე არანაირი ახალი მაკეტი არ არსებობდა“ – ადმინისტრაცია

„ველოდებით რა დადგინდება, რაც შეეხება მაკეტს არანაირი მაკეტი არ არსებობდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ შპს „ვარკეთილი – 96“ – ის იურისტმა ნანა წულაძემ განაცხადა.

როგორც ნანა წულაძე აღნიშნავს არ არსებობს სხვა მაკეტი, რომელიც ბაზრობას ჩაანაცვლებდა, მისივე ინფორმაციით ადმინისტრაციასა და მოიჯარეებს შორის კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, წულაძე შპს -ს მეწილეებზეც საუბრობს, რომელთა შორისაც სასამართლო დავა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს სასამართლო დავა მეწილეებს შორის, რომელიც პირველ ინსტანციაში არაა ჯერ დასრულებული, ბაზრობას ჰყავდა მეწილე ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა 10% – იანი წილი, და ბაზრობისგან მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს დივიდენდის ანაზღაურებას, რომელიც არის 22 000 ლარი, აქედან გამომდინარე ყადაღა ადევს ერთ წილს. ამის ყველა საბუთი არსებობს, ქალბატონი ჯერ კიდევ 2014 წლიდან ცდილობდა ამ წილის გაყიდვას, 2017 წლის 10 მაისს მან გაყიდა ეს წილი, ამაზე არსებობს ნოტარიულად დამოწმებული ოქმი, ეს თანხა არის 200 000 დოლარი მას ჩაერიცხა და ყველა ის იურიდიული მოქმედება, რაც უნდა გაკეთებულიყო არის მსხვილიძის მიერ გაკეთებული, დევს დასკვნა ექსპერტიზისაც. ხუთი მეწილიდან ერთ – ერთია რომელიც დაობს,“ – განაცხადა ნანა წულაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე ინფორმაციით განადგურებულია 4000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია და ამ ეტაპზე დგინდება ზარალი.

მედიაცენტრ მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები