საზამთროში ნიტრატების ზღვრული მაჩვენებელი დაფიქსირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის  რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები საზამთროს მწარმოებელ ფერმერებს შეხვდნენ. შეხვედრა წნორის მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც განთავსებულია საზამთროს ნათესები და მიმდინარეობს მოსავლის აღება.

სააგენტოს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ლაბორატორიული კვლევისთვის  ადგილზე აიღეს საზამთროს ნიმუშები.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” სურსათის ეროვნული სააგენტოს და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის სპეციალისტებმა განუცხადეს, ნიტრატების შემცველობაზე კვლევის მიზნით, სარეალიზაციო ბაზარზე, სავაჭრო ობიექტებსა და აგრარულ ბაზრებში უკვე აღებულია 30-მდე ნიმუში, რომლებიც გამოკვლეულია აკრედიტებულ ლაბორატორიაში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების ზღვრული ოდენობა დადგენილ მაჩვენებელს არ აღემატება. სულ წლის განმავლობაში 70-მდე ნიმუშის აღებაა დაგეგმილი.

მათივე თქმით, ფერმერებს მუდმივად მიეწოდებათ ინფორმაცია და რეკომენდაციები აგროქიმიკატების გამოყენებასთან დაკავშირებით. სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს ხილსა და ბოსტნეულს ნიტრატების შემცველობაზე.

მსგავსი თემები