“იმდენი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების” – გიორგი გახარია ფერმერებთან

პრემიერი შიდა ქართლის ფერმერებს შეხვდა, მან სოფელ ნიქოზში ადგილობრივებს მადლობა გადაუხადა და სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მე აქ სამი წლის წინ ვიყავი და პატარა ნერგები იყო სულ, ვხედავ რა შედეგიცაა  ამ სამი წლის შემდეგ, ეს არის ყევლაზე მარტივი მაგალითი რა შეუძლია შრომას და როგორ შეიძლება ემსახურო ქვეყანას.

ბოლო ორი დღის განმავლობაში იმდენი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭებს – რა გვეშველება, მთავრობა რას შვები, როდის ჩამოვა ტურისტი და ასე შემდეგ. ვისაც მუშაობა უნდა ყოველთვის შეძლებს ამას და ვისაც ამის სურვილი გააჩნია, აქაურობა არის ამის ნათელი მაგალითი,“ – განაცხადა გახარიამ ნიქოზში ფერმერებთან შეხვედრის დროს.

მსგავსი თემები