კურორტ გომისმთაზე 23 წლის კაცს ეძებენ

კურორტ გომისმთაზე 23 წლის კაცს ეძებენ. შეტყობინაბა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში დღეს შევიდა.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაკარგული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მცხოვრებია. ბოლოს ის გომისმთაზე ნახეს.

დაკარგულ ახალგაზრდას გურიის სამმართველოს 10 თანამშრომელი ამ დრომდე ინტენსიურად ეძებეს. ასევე, მობილიზებულია დრონები იმერეთიდან.

მსგავსი თემები