“თეთრ სახლში ჰალუცინაციები აქვთ” – კონგრესმენი

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა თეთრ სახლს დასცინა. „ვფიქრობ, მათ ჰალუცინაციები აქვთ“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.

წარმომადგენელთა პალატის ლიდერი ნენსი პელოსი ამით ტრამპის პრეს-მდივნის, კეილი მაკინანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მოქმედი პრეზიდენტი უინსტონ ჩერჩილსა და ამერიკის ყოფილ პრეზიდენტებს შეადარა.

„ჩვენ ვხედავდით ამერიკის პრეზიდენტებს და მსოფლიო ლიდერებს, რომლებსაც ჰქონდათ ლიდერობის მომენტები და ძლიერი სიმბოლოები, რომლითაც ხალხს სიმტკიცისა და სიძლიერის მესიჯს უგზავნიდნენ. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო ჩერჩილი, რომელიც ათვალიერებდა დაბომბილ ადგილებს და ამ გზით ბრიტანელ ხალხს ლიდერობის ძლიერ სიგნალი უგზავნიდა“, – განაცხადა მაკინანმა.

მსგავსი თემები