“პრობლემური, მძიმე პაციენტი არ გვყავს. თუმცა, არიან პაციენტები, რომელთა მდგომაროებაც არსებული პნევმონიის გამო მაინც ითვლება მძიმედ” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს პრობლემური, მძიმე პაციენტები აღარ ჰყავს.

კლინიკის სამედიცინო დირექოტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სამი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ისინი მძიმე პაციენტებად აღარ ფასდებიან.

მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კლინიკაში 58 კოვიდდადასტურებული მკურნალობს.

„გუშინ გითხარით,რომ ჩვენი სამი მძიმე პაციენტის რადიოლოგიური მონაცემების შედეგებს ველოდებოდით. მიღებული შედეგებით, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება, აქედან გამომდინარე, ეს პაციენტები უკვე ამოღებული არიან, როგორც მძიმე პაციენტები და ამ ეტაპზე ჩვენ 58 პაციენტში, პრობლემური, მძიმე პაციენტი არ გვყავს. თუმცა, არიან პაციენტები, რომელთა მდგომაროებაც არსებული პნევმონიის გამო მაინც ითვლება მძიმედ, მაგრამ მათი პროგნოზი კეთილსაიმედოა“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში ორი არასრუწლოვანი აგრძელებს მკურნალობას.

მსგავსი თემები