„ეს ადამიანები დარჩნენ დაზარალებულები, სამწუხაროდ ასეთები ათასობით არიან“- „დამსაქმებელთა ასოციაცია“ არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებზე (ვიდეო)

  •  

სპეციალისტების განმარტებით ქვეყანაში სავარაუდოდ ათასამდე აღწევს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებულები და შესაძლოა დაზარალებულებად დარჩნენ.

„დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტი თვლის, რომ მთავრობამ და საზოგადოებამ ერთობლივად უნდა შეძლონ ამ კატეგორიის ადამიანების დაკმაყოფილება.

„არაფორმალური სექტორი ვერ მიიღებს დახმარებებს, დაუშვა მთავრობამ გარკვეული პროგრამის ფარგლებში და დოკუმენტაციის ფონზე მათ მიმართ რაღაც სახის შეღავათის დაშვება, მაგრამ ამის დახვეწილი მექანიზმი არ არსებობს, ეს ადამიანები რჩებიან უმუშევრად.

ეს ადამიანები მოწყვეტილები არიან იმ  სქემებიდან, რაც არის სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული, თუმცა გარკვეული დადასტურებებით დაიშვება გამონაკლისები, ეს ნაბიჯი კი გადადგა, მაგრამ ამას სჭირდება გარკვეული დეტალიზაცია და მათზე ყველამ უნდა ვიფიქროთ, არცერთი კომპენსაცია მათზე ვერ ვრცელდება, ასეთი ადამიანები შეიძლება იყოს ათასობით.

მთავარია, რომ დახმარება ყველამ მიიღოს. ითქვა უკვე, რომ თუ ეს ხალხი ვინმე ფიზიკურ პირს ისე ჰყავდა დასაქმებული მოხდეს მათი რეგისტრირება დამსაქმებლის მხრიდან. არავითარი პრობლემა არაა, რომ ვუთხრათ მთავრობას, თუ რაიმე სახის ხარვეზი შეიქმნება ამ დროს, აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ ის შედეგი, რომ ხალხი იყოს დაკმაყოფილებული.

 ჩვენი ყველას ვალია ამ რთულ პერიოდში ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით“ – განაცხადა ელგუჯა მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში.”

“დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტი საერთაშორისო გამოცდილების მაგალითებზეც საუბრობს და საზოგადოებრივი სამუშაოების განხორციელების დროს მსგავსი კატეგორიის ხალხის დასაქმებას არ გამორიცხავს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პრობლემების დროს უამრავი მექანიზმი არსებობს, მაგალითად საზოგადოებრივი სამუშაოების განხორციელება, მსგავს შემთხვევაში შესაძლებელია ეს ხალხი დავასაქმოთ“ – განაცხადა ელგუჯა მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები