“აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანები მავნებლობენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში” – კალაძე ოპოზიციაზე

ისმის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები – თუ ჩვენი გეგმა არასწორი და ცუდია, არჩევნებთან კავშირში როგორ იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ ანტიკრიზისული გეგმის წინასაარჩევნო კამპანიად შეფასების თაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. კალაძე ოპოზიციის წარმომადგენელთა ქმედებებს აფასებს როგორც მავნებლურს და აცხადებს, რომ ექიმების მისამართითაც ისინი აგრესიას ამჟღავნებენ.

„ისმის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. ჯერ ერთი, საუბარი იყო, რომ ეს არის არასწორი გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ეს არასაკმარისია, თან საუბრობენ, რომ ეს არის არჩევნებისთვის. თუ არასწორია და ცუდია, მაშინ არჩევნებთან კავშირში როგორ იქნება?! აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანები მავნებლობენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს, მოქალაქეებს, გვერდით დაუდგნენ, ვისმენ ჩვენს შეურაცხმყოფელ განცხადებებს. თავი დავანებოთ ხელისუფლებას. წარმატებული ექიმების მისამართით მათი მხრიდან უდიდესი აგრესია მოდის, რაც დააზიანებს პირველ რიგში, თვითონ ამ ადამიანებს“,- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები