ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „სიენენი“ ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სამი ახალი შემთხვევიდან ორი იმპორტირებულია.

ასევე, გამოვლინდა 24 ასიმპტომური შემთხვევა. ამ დროისთვის ჩინეთში 974 უსიმპტომო პაციენტს აკვირდებიან.

ჩინეთის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 82830 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 4633 ადამიანი. ვირუსისგან 77 474 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი თემები