ქუთაისში გამოკვლეული კიდევ 15 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ქუთაისის „ცხელების ცენტრში“ ლაბორატორიიდან 15 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია,- ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა არჩილ მუკბანიანმა განუცხადა.

მუკბანიანის ინფორმაციით, ასევე „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა კლინიკის სამ ექიმს, რომელთაც გეგმური კვლევა ჩაუტარდათ.

სამედიცინო დაწესებულებაში გასული 24 საათის განმავლობაში ცხელებით ხუთი პაციენტი შევიდა, ყველა მათგანს კორონავირუსზე ანალიზს აუღებენ.

მსგავსი თემები