სასწრაფო დახმარების შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

სასწრაფო დახმარების შვიდ თანამშრომელს, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები ჰქონდათ, ვირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სასწრაფო სამედიცინო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა განუცხადა.

კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ამ ეტაპზე, „კოვიდ-19“ დადასტურებული აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 18 თანამშრომელს, რომელთაგანაც 16 ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსები, როგორც მაღალი რისკის ზონებში მომუშავე პირები, პერიოდულად შესაბამის შემოწმებას გაივლიან. ამ დროისთვის, ტესტირება სასწრაფო დახმარების 900-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა.

მსგავსი თემები