“შენგენის ზონის ქვეყნების საზღვრები შესაძლოა ზაფხულამდე ჩაკეტილი დარჩეს” – ევროკომისარი

ევროკომისარი ბაზრის შიდა საკითხებში ტიერი ბრეტონი არ გამორიცხავს, რომ ახალი კორონავირუსული პანდემიის გამო, ევროპამ შესაძლოა საზღვრები ზაფხულამდე ჩაკეტოს. შესაბამისი განცხადება მან BFM-თან გააკეთა.

შეკითხვაზე, იქნება თუ არა შენგენის ზონის ქვეყნების საზღვრები ზაფხულამდე ჩაკეტილი, ბრეტონი პასუხობს:

“ვნახოთ, თუმცა, ვფიქრობ რომ, ეს ის არის, რასაც უნდა ველოდოთ”.

ევროკომისარმა აგრეთვე ცალკე ისაუბრა შენგენის ზონის ქვეყნებში გადაადგილების შესახებ.

“აუცილებელია ყველას ახსოვდეს, რომ ჩვენ კონტინენტზე ვართ. პატივი უნდა ვცეთ ჩვენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას და ჩვენს უფლებებს. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ყველა ქვეყანა ერთდროულად მოხსნის თვითიზოლაციის რეჟიმს”, – აცხადებს იგი.

ამასთან, ბრეტონი არ გამორიცხავს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ დაწესდეს დამატებითი შეზღუდვები, რომელთა დაცვაც აუცილებელი იქნება რამდენიმე თვის განმავლობაში.

მსგავსი თემები