ესპანეთში 105 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

  •  

ესპანეთში 105 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ABC ავრცელებს.

ევარისტა რუბიოს კორონავირუსი 9 აპრილს დაუდგინეს, თუმცა ხანდაზმული ასაკის გამო ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ის სახლში უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა. 13 აპრილს მისი მდგომარეობა გაუარესდა და მაღალი სიცხითა და სუნთქვის გართულებით ევარისტა რუბიო საავადმყოფოში მოათავსეს. კლინიკაში გატარებული 3 დღის შემდეგ ჩატარებულმა ორმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა და 105 წლის ქალი საავადმყოფოდან სახლში გაწერეს.

მსგავსი თემები