სამების ტაძარში პატრიარქი წირვას აღავლენს

  •  

ხუთშაბათის მსახურებას სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

ღვთისმსახურებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო (მუჯირი) და მღვდელმთავრები.

შეგახსენებთ, რომ დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხავენ მონაკვეთებს უფალი იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 12-გზის სახარების კითხვა 16:00 საათზე დაიწყება. ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.

მსგავსი თემები