საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 306 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 71 ადამიანი, გარდაიცვალა სამი.
კარანტინის რეჟიმში რჩება 5 034, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 463 პირი.