საქართველოში “კორონავირუსის” კიდევ რვა ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, ქვეყანაში 23 ინფიცირებულია.
ქვეყანაში დაფიქსირებულ ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით, 22:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე გამართავს.
ოფიციალური მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში – 126, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 46 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა
