„ოპტიმალური 120/30 იქნება, თუმცა 115/35 – საც განვიხილავთ” – გიორგი ახლვედიანი

„თუ ხელისუფლებამ არ შეასრულა პირობა ახლა უკვე უცხოელებთან დაკარგავს ყველანაირ ნდობას, რაც ქვეყნაში სტაბილიზაციას ეჭვქვეშ დააყენებს“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ – ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა.

ახვლედიანს მიაჩნია, რომ არსებული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები შესაძლოა ლეგიტიმურად არ იყვეს მიჩნეული როგორც შიგნით , ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. მისივე ინფორმაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციის მიერ წამომადგენელი ფორმატიდან უნდა მოიძებნოს ორივე მხარისთვის მისაღები ვარიანტი.

„ხელისუფლება გვთავაზობს 110/40, ოპოზიცია 130/20 რეალურად არცერთი არ არის ის იდეალური შეფარდება, რომელზეც შეიძლება შეთანხმება შედგეს. ეს უკვე არის საბოლოო კომპრომისისთვის წინასწარ დასახელებლი ციფრები. თუ ორივე მხარე მზად იქნებიან კომპრომისისთვის ჩვენ გვაქვს ვარიანტი 120/30 შუალედური თემა, როგორც ჩანს, მოლაპარაკების ამ კონტექსტისკენ მიდის საქმე და ეს იქნება იდეალური. რეალურად ეს კომპრომისი ნამდვილად მოგვცემს იმას, რომ მაქსიმალურად დიდი იქნება პოლიტიკური პარტიების ჩართულობა, რაც საერთაშორისო პარტნიორებისთვისც იქნება მნიშვნელოვანი და მოცემულ სიტუაციაში იდეალური ფორმატი“ – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე ინფორმაციით 120/30 -ზე ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის მისაღებია, თუმცა არ გამორიცხავს რომ 115/35 – ზეც მოხდეს შეთანხმება.

მსგავსი თემები