წეროვანში ავარიისას დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცი გარდაიცვალა

როგორც მედიაცენტრ „მთავარს“ „მცხეთის სამედიცინო ცენტრიდან“ აცნობეს, წეროვანში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

ცენტრის ინფორმაციით, მათ კლინიკაში ავარიის შედეგად დაშავებული 11 ადამიანი შეიყვანეს. მათ შორის ერთი ბავშვია. ამ ეტაპისთვის, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ერთ პაციენტი კი კლინიკაში სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვებით შევიდა, კერძოდ, დაფიქსირდა გულის გაჩერება და ის გარდაიცვალა. დანარჩენი პაციენტები კი კლინიკაში სხვადასხვა ტრამვებით შევიდნენ და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

როგორც „მცხეთის სამედიცინო ცენტრში“ მედიაცენტრ „მთავარს“ განუცხადეს, დანარჩენი 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკას აკვირდებიან და გამორიცხული არ არის, სხვადასხვა ჩარევა მათაც დასჭირდეთ.

შეგახსენებთ, რომ წეროვანში ავტობუსისა და ტრაილერი შეეჯახნენ, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაშავდა.

მსგავსი თემები