“რუსეთი უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას განაგრძობს” – მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოზეც ისაუბრა. 

მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

„ამასთან ერთად, რუსეთი აწარმოებს დეზინფორმაციის კამპანიას. თავის მხრივ, აშშ შეიარაღებით ეხმარება უკრაინას, რომ თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან. ასევე, შეერთებული შტატები ბალტიისპირეთთან მუშაობას კიბერუსაფრთხოების სფეროში. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის თანამშრომლობს თავის მოკავშირეებთან აღმოსავლეთ ევროპის და პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა მაიკ პომპეომ. 

მსგავსი თემები