“დე-ფაქტო ხელისუფლებას მოვუწოდებთ, მოსახლეობას შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება მისცეს” – ელიზაბეთ რუდი

  •  

“მოვუწოდებთ, დე-ფაქტო ხელისუფლებას მისცეს ადგილობრივ მოსახლეობას შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება”, – ამის შესახებ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

ელიზაბეთ რუდი გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშში რეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. მან სოფლის მცხოვრებლებს სკოლის გახსნა მიულოცა და ფინანსური დახმარებისთვის დონორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა.

„აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ დე-ფაქტო ხელისუფლებას გახსნას გამშვები პუნქტები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე და მისცეს ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების, სამედიცინო დახმარების მიღებისა და შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება,“ – განაცხადა რუდმა.

მსგავსი თემები