საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადების მიღება დაიწყო. შესაბამისი ვაკანსია 10 იანვარს გამოქვეყნდა და განაცხადების მიღება 31 იანვრამდე იწარმოებს.
როგორც ვაკანსიაშია მითითებული, „საპენსიო სააგენტოს” დირექტორის ყოველთვიური ანაზღაურება 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება.
როგორც ცნობილია, ლევან სურგულაძე „საპენსიო სააგენტოს” დირექტორის თანამდებობას 16 იანვრიდან ტოვებს. სურგულაძე თანამდებობაზე 5 წლის ვადით იყო დანიშნული და ვადაზე ადრე თანამდებობის დატოვების მიზეზად „სხვა გეგმების” ქონას ასახელებს.