ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„თვალყურს ვადევნებთ სოხუმში ოპოზიციის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმით აღებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. დედაქალაქში, ქალაქის ცენტრის გამოკლებით ვითარება სტაბილურია. სოხუმში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს დემონსტრაციის ადგილიდან თავის არიდებისკენ მოვუწოდებთ“, – აღნიშნულია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სოხუმში, დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ე.წ. ოპოზიციური ძალები აქციას მართავენ. დემონსტრანტები, ე.წ. არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასთან ერთად, რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც ითხოვენ.