“სახელმწიფო გადატრიალების პროცესი მიმდინარეობს” – ხაჯიმბა სოხუმში განვითარებულ მოვლენებზე

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სოხუმში განვითარებულ მოვლენებს ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უწოდებს.

ხაჯიმბამ ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„ყველამ კარგად იცის, თუ რა მოხდა დღეს. პრაქტიკულად, სახელმწიფო გადატრიალების პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ სიტუაციის ნორმალიზებისთვის ყველა საჭირო ზომა უნდა მივიღოთ. ყველა ჩვენმა სტრუქტურამ, სახელმწიფო თუ ძალოვანმა სტრუქტურებმა, რომლებიც სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობაზე არიან პასუხისმგებელი, ნორმალურ რეჟიმში უნდა იმუშაონ“,- აღნიშნა ხაჯიმბამ.

ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ხაჯიმბამ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს სოხუმში ოპოზიციის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.

https://mcm.ge/%e13%a1%e1%83%9d%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%94%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b/

მსგავსი თემები