ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე მარათონი „თბილისი“ გაიმართება

ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, მარათონი „თბილისი“ დაფუძნდება, რომელში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მარათონი 24 ივნისს, 09:00 საათზე დაიწყება და ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე მოეწყობა.

​როგორც
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, მარათონში მონაწილეობა ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის, სპორტსმენებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და ა.შ შეუძლიათ.

მისივე თქმით, ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება.

“მოგიწოდებთ ყველას, ჩავერთოთ და ერთად ავუხსნათ, ვუთხრათ საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა თითოეული ჩვენგანისთვის. არ არის აუცილებელი, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრება თითოეულ ჩვენგანს წაადგება იმ საქმიანობაში, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები