“საკმაოდ გაკვირვებული ვარ იმ შეფასებით, რაც ჩვენ მეგობარ კონგრესმენებს გააჩნიათ” – ვოლსკი კინზინგერის წერილზე

  •  

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის წერილს ეხმაურება.

გია ვოლსკი ამერიკელი კონგრესმენების მოსაზრებით და შეფასებით გაკვირვებულია. ვოლსკის მოსაზრებით, საჭიროა არა მარტო წერილობითი პასუხის გაცემა აღნიშნულ შეფასებებზე, არამედ დეტალური მასალის მიწოდებაც.

“ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ობიექტურად და საკმაოდ პოზიტიურად შეფასდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სასამართლო რეფორმა, რაზედაც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა. საკმაოდ გაკვირვებული ვარ იმ შეფასებით და ინფორმაციით, რაც ჩვენ მეგობარ კონგრესმენებს გააჩნიათ თუნდაც 20 ივნისთან დაკავშირებით. ვფიქრობ, საჭიროა დეტალური პასუხის გაცემა და არა მარტო წერილობითი პასუხი, არამედ დეტალური ფაქტობრივი მასალის მიწოდება, რასაც ალბათ ჩვენი კოლეგები, პარლამენტის წევრები შეძლებენ ვაშინგტონში ყოფნის პერიოდში,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, ადამ კინზინგერმა თავის „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა. წერილი 13 დეკემბრით არის დათარიღებული, სადაც საუბარია, რომ კონგრესმენები კინზინგერი და კონოლი შეშფოთებულნი არიან, რომ საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. ამასთან, კონგრესმენები იმედს გამოთქვამენ, რომ „ქართველი თანამდებობის პირები დაუყოვნებლივ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს და ამ მნიშვნელოვან რეფორმების პაკეტს მიიღებენ”.

მსგავსი თემები