“ყველას გთხოვთ, ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ფრთხილი განცხადებები გავაკეთოთ” – თამილა ლაფანაშვილი

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი ყველა ადამიანს, უპარტიოსა თუ პარტიის წარმომადგენელს, თხოვნით მიმართავს, გაფრინდაშვილთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებისას სიფრთხილე გამოიჩინონ.

„მინდა, მოგმართოთ, ყოველი სიტყვა და ფრაზა, რომელსაც ვამბობთ, რომლითაც გამოვხატავთ მის მხარდაჭერას გინდა აქ, გინდა თბილისში, ინტერვიუებში, ან ჩვენს გამონათქვამებში, ყოველი სიტყვა არის დასაფიქრებელი, რადგან ნებისმიერი შეიძლება, მის საზიანოდ მოტრიალდეს. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ყველა უპარტიოს, პარტიულს, ყველა წარმომადგენელს, გთხოვთ, გაიზიაროთ ეს ჩვენი თხოვნა და ფრთხილი განცხადებები გავაკეთოთ, სანამ ვაჟა გაფრინდაშვილი დაგვიბრუნდება და ისედაც, შემდეგაც, ჩვენი შერიგებისა და ერთად ყოფნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აქცია არის ჰუმანური, არაპოლიტიკური და არაძალობრივი“ ,- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. 

მსგავსი თემები